თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიასთან ავარია მოხდა.
თვითმხილველების ცნობით, გზაზე „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა ამობრუნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც მძღოლის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
