LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

176
აქციები რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 144-ე დღეა, რაც ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

ამასთან, მოქალაქეების ნაწილი პარლამენტისკენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მსვლელობით მიემართება.

აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა საპროტესტო შინაარსის ბანერები.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, დღესასწაულზე საზოგადოების შეკრებით კიდევ ერთხელ აჩვენებენ ერთობას და მის მნიშვნელობას.

ფოტო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g