LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის გამზირზე ყოფილი უნივერმაღის შენობაში სავაჭრო ცენტრი 2017 წელს გაიხნება

238

მრავალფუნქცუიურ სავაჭრო ცენტრ ,,გალერეა თბილისში” რამდენიმე ისეთი ბრენდი განთავსდება, რომელიც საქართველოში ჯერ წარმოდგენილი არ არის. ამის შესახებ ,,გალერეა თბილისის” დღეს გამართულ ოფიციალურ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

პროექტი, რომელსაც საქართველოს თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს, მიზნად ისახავს რუსთაველის გამზირზე ყოფილი უნივერმაღის შენობის ადგილას მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის განთავსებას.  „გალერია თბილისის“ ჯამური სავაჭრო ფართი 22, 000 მ2-ს შეადგენს. ერთ დიდ სივრცეში ინტეგრირებული იქნება საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი 5 სართული და საკვები ზონა.

როგორც თანააინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა განმარტა, „გალერია თბილისი“ ვიზიტორებს მრავალფეროვანი შოპინგის საშუალებას მისცემს. სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი დონის ადგილობრივი და საერთაშორისო, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ნაზავი. საკვები ზონა განთავსდება სავაჭრო ცენტრის ბოლო სართულზე, სადაც განთავსდება რესტორნები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. სავაჭრი ცენტრის ბოლო სართულზე ასევე მოეწყობა ღია სივრცე, ვერანდა.

“ეს იქნება პროექტის ერთ-ერთი უნიკალური კომპონენტი. ვერანდაზე „გალერია თბილისის“ ვიზიტორებს განტვირთვისა და თბილისის ლამაზი ხედებით ტკბობის შესანიშნავი საშუალება მიეცემათ. შენობის სამხრეთ ნაწილში მოეწყობა 308 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რაც საგრძნობლად შეამცირებს ქალაქში არსებულ პარკირების პრობლემას,”- განაცხადა ბაჩიაშვილმა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ სავაჭრო ცენტრი განსაკუთრებით მიმზიდველი და საინტერესო გახდეს ქართველი მომხარებლებისთვის, ფონდი აქტიურად მუშაობს ახალი ბრენდების შემოყვანის მიმართულებით.

“2016 წლისთვის დაგეგმილია მოსაზიდი რითეილერების 80%-თან თანამშორმლობის ოფიციალურად გაფორმება. სწორედ ამ მიზნით პროექტის მმართველ კომპანიასა და უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო კომპანია Colliers International Georgia-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც Colliers გახდა „გალერია თბილისის“ ექსკლუზიური ბროკერი,”- აღნიაშნა ბაჩიაშვილმა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა უნივერმაღის შენობა 2015 წლის აპრილში შეიძინა ჰოლანდიური კომპანიისგან „Doryphore Investment B.V.“  პროექტში ინვესტიციას 100%-ით ახორციელებს ფონდი და მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა $77 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება. „გალერია თბილისის“ პროექტში ინტეგრირებული იქნება „თავისუფალი“ და „ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული“ თეატრები. პროექტს ტენდერში გამარჯვებული ქართული სამშენებლო კომპანია „ანაგი“ განახორციელებს.

მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g