LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველის მეტროში სკამები დააბრუნეს

659
51877508_2080715438642059_3134067507388743680_n

მეტროსადგურ რუსთაველში, სატრანსპორტო სამსახურმა ძველი ტიპის სკამები განათავსა. დაახლოებით 4 წლისა და რესტავრაციის შემდეგ, სკამები ვეფხვის ფორმის ძირებით, აღადგინეს და მეტროში დააბრუნეს.

სკამები ძველი მუხის ხის ელემენტებითაა აღდგენილი.

ინფორმაციას და ფოტოებს ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო სამსახურის პროექტების მენეჯერი სანდრო თარგამაძე ავრცელებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სკამების აღდგენა და მისთვის პირვანდელი სახის დაბრუნდება სწორედ მისი იდეა იყო.

ნახეთ ასევე, “ფორტუნას” გვერდზე გამოქვეყნებული ღია წერილი, მეტროში სკამების თემასთან დაკავშირებით.

ბატონო მერო, დაგვაჯინე რა - ღია წერილი კახა კალაძეს

დიდი ხანი არ არის, რაც თბილისს ახალი მერი ყავს. აქტიურად დაიწყო ბატონმა კახამ. ავტობუსები კრიტიკას ვერ უძლებსო აღიარა, მიწისქვეშა გადასასვლელები მოახატინა, აგერ გუშინ „სითი პარკს“ დაეჯახა და ათასობით ადამიანს ასიამოვნა, ადრე მეტროშიც ჩავიდა… ზუსტად მეტროზე მინდა გთხოვოთ ის, რაც დიდი ხანია მინდა მერს ვუთხრა და მხოლოდ ახლა ვბედავ. რა ვიცი, რატომღაც მგონია, რომ თქვენ უფრო […]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები