LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთაველზე გავიარე, იმდენი კარავია, სამწუხაროდ ცუდი სუნი იყო, ეტყობა იქვე ისაქმებენ – მეუფე იაკობი

57
0909

ხარების დღესასწაულზე ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ თბილისი თბილისს აღარ ჰგავს.

„პირდაპირ გეტყვით, რაც არ მომწონს.  გუშინწინ უწმინდესთან მივდიოდი, გავიარე რუსთაველზე, თბილისი თბილისს აღარ ჰგავს, იმდენი კარავი რა არის? რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი, რას ვაკეთებთ?

ხალხიც არაა და სამწუხაროდ, ცუდი სუნი იდგა, იმიტომ, რომ ეტყობა იქვე ისაქმებენ, რომ მიდიან და იქ არიან. ძალიან ცუდი სუნი იდგა და ჩემთვის ეს იყო საშინელება“, – ამბობს მეუფე იაკობი.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შერიგებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მეუფე იაკობის განცხადებით, ეკლესიის კარი ღიაა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს მოლაპარაკების პროცესში და მხარეებს შორის უთანხმოება განიმუხტოს და კონკრეტული კონსენსუსი შედგეს.

მიტროპოლიტისთვის პარლამენტის წინ გაშლილი კარვები მიუღებელია იმ ფონზე, როცა ხალხის დიდი ნაწილი ქუჩის აქციებზე უარს ამბობს და მიმდებარე ტერიტორია მხოლოდ მცირე ჯგუფს უკავია. მეუფე ოპოზიციურ ძალებს მიმართავს და ქუჩაში დგომის ნაცვლად პარლამენტში მუშაობას ურჩევს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g