დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სტრასბურგის დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
რადიო “ფორტუნა” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
არ ვაპირებ შევეხო არხის სარედაქციო პოლიტიკას, თუმცა ნიკა გვარამია ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას - ქიბარ ხალვაში
არ ჩავერევი ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში, ეს უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ “რუსთავი 2”-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია.
ვულოცავთ ქიბარ ხალბვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.
ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით – სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული “რუსთავი 2” დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს.
ჯარჯი აქიმიძე
დავით დვალი