LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს: „დღეს ჩემი ოთხი წლის შვილი, გადარჩენისთვის იბრძვის… ჩემი ერთადერთი და ნანატრი შვილია, რომლის მოვლინებას წლები ველოდი…“

747
თორნიკე ყაჯრიშვილი

„რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი თორნიკე ყაჯრიშვილი აქვეყნებს ემოციურ სტატუსს, სადაც თავისი 4 წლის შვილის, დათას შესახებ საუბრობს. დათას მცირე ხნის წინ თავზე ოპერაცია ჩაუტარდა სიმსივნის ამოსაკვეთად, ახლა კი მკურნალობის გაგრძელებაა საჭირო, ვინაიდან სიმსივნე ავთვისებიანია.

„უკვე 16 წელია, ჟურნალისტი ვარ. ძირითადად სოციალურ თემებზე ვმუშაობდი და ვმუშაობ. ამ ხნის განმავლობაში არაერთი შეჭირვებული ოჯახისა თუ ადამიანის მძიმე ისტორია მომისმენია და ბევრის ცხოვრება, ყველამ ერთად, უკეთესობისკენაც შევცვალეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა მსგავს ამბავს ძალიან განვიცდიდი, ყველა ბავშვის ტკივილი მტკიოდა და ასეთი მართლაც ბევრია ჩვენ ირგვლივ, მაინც ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ისტორიის გმირი თავად გავხდებოდი და ასე საჯაროდ მომიწევდა დახმარების თხოვნა.

დღეს ჩემი ოთხი წლის შვილი, გადარჩენისთვის იბრძვის… ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ და ამისთვის მადლობა ექიმებს, ჯანდაცვის სამინისტროს… მაქსიმალურად ვცდილობდი ჩემს ამ მძიმე პრობლემას დამოუკიდებლად გავმკლავებოდი, მაგრამ დათის გამო მინდა გამიგოთ…

დათი, ჩემი ერთადერთი და ნანატრი შვილია, რომლის მოვლინებას წლები ველოდი.

ოთხი წლის წინ, მაშინ დაიბადა, როცა ერთადერთი ძმა მოულოდნელად გარდამეცვალა. ეს პატარა ბიჭუნა, ჩვენი ოჯახის ერთადერთი ნათელი წერტილია. მე რომ ცოცხალი ვარ სწორედ დათის დამსახურებაა. უბრალოდ, კარგი პიროვნებაა და იმსახურებს კარგად იყოს.

დღეს, ჩემი შვილი, თავის ტვინის, (მედულობლასტომას) ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის… საქართველოში წარმატებული ოპერაციის შემდეგ, რისთვისაც კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას ვუხდი ზეპროფესიონალ ექიმებს, ახლა მისი ესპანეთში გადაყვანაა საჭირო, სადაც სხივური თერაპია და დამატებითი კვლევების საფუძველზე, მკურნალობის კურსი უნდა დაუნიშნონ.

ამ ბრძოლაში ჯანდაცვის უწყებას მარტო ნამდვილად არ დავუტოვებივართ, თუმცა ეს ყველაფერი იმდენად კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული, იძულებული ვარ, დახმარება საზოგადოებას ვთხოვო. ვიცი, ბევრს საკუთარი უამრავი პრობლემა აქვს და მიჭირს, ამას რომ ვწერ, მაგრამ ბოდიშის მოხდით, ჩემი შვილისთვის…

საქართველოს ბანკი

#GE07BG0000000103273965

თიბისი ბანკი

#GE61TB7770445061600003

მიმღები: თორნიკე ყაჯრიშვილი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები