„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა გიორგი ლაფერაშვილმა დატოვა, მას ჟურნალისტი ნოდარ მელაძე შეცვლის.
ინფორმაცია, რომ ლაფერაშვილმა ტელეკომპანია დატოვა, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, თუმცა „ფორტუნასთან“ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი შვებულებაში იმყოფებოდა და ტელეკომპანიის დატოვებას არ გეგმავდა.