LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი 2“-ის საქმეზე დვალისა და აქიმიძის მოთხოვნები საფუძვლიანია და ისინი უნდა დაკმაყოფილდეს: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“

64
აქიმიძე და დვალი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TI) „რუსთავი 2“-ის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა. საუბარია საქმეზე, სადაც „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ტელეკომპანიის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე დავობენ.

ორგანიზაციის განცხადების თანახმად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნები საფუძვლიანია და ისინი უნდა დაკმაყოფილდეს.

როგორც TI საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, წინამდებარე სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში განხილული და შეფასებულია საქმეში არსებული სამართლებრივი პრობლემები ეროვნული სასამართლო პრაქტიკისა და იურიდიული დოქტრინის გამოყენებით, კერძოდ, მოსაზრება არსობრივად იხილავს იძულებით დადებული გარიგების საცილოობისას მისი ბათილობისთვის აუცილებელ სამივე წინაპირობას, როგორებიცაა: შეცილების საფუძველი, ადრესატი და ვადა.

ასევე, მასში წარმოდგენილია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლისა და მისი დასრულების მომენტები.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის, სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს, მათსა და პაატა კარსანიძეს შორის 2004 წლის 16 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების, როგორც იძულებით დადებული საცილო გარიგებების ბათილად ცნობა, ასევე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2- ის” პარტნიორის ქიბარ ხალვაშის 60%-ის წილის რეგისტრაციის გაუქმება საჯარო რეესტრში, ამის ნაცვლად კი მოსარჩელეების მესაკუთრედ რეგისტრირება, თითოეულზე 30%-ის წილის ოდენობით,“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

მათივე მოსაზრებით, მოსარჩელეების მიერ, პაატა კარსანიძის მიმართ დაყენებული ზემო აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების მიზნით, მნიშვნელოვანია, უპირველესად შეფასდეს, ბათილია თუ არა მათსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, როგორც იძულებით დადებული გარიგებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59- ე მუხლის მე -2 ნაწილის შესაბამისად.

„მოცემულ კითხვაზე პასუხის გასაცემად, გადამწყვეტია, შემოწმდეს გარიგების შეცილებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული 3 წინაპირობა, კერძოდ, შეცილების საფუძველი, შეცილების განხორციელება – ნების გამოვლენა მეორე მხარის მიმართ და შეცილების ვადის დაცვა”, – ნათქვამია TI-ის განცხადებაში.

 

პოპულალურები