LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსთავი 2”-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე ცნობილია

96

სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა, მოსამართლემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი რამდენიმე წუთის წინ წაიკითხა.

“რუსთავი 2”-ის ადვოკატის, თამთა მურადაშვილის განცხადებით, დასაბუთებული გადაწყვეტილება დაცვის მხარეს გადაეცემა კანონით გათვალისწინებული 30 დღის ვადაში, რის შემდეგაც  21 დღის ვადაში დაცვის მხარეს შეუძლია გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს.  ამ პერიოდის განმავლობაში კი, მურადაშვილის განმარტებით,  არავის ექნება უფლება შევიდეს “რუსთავი 2”-ში, რადგან დროებითი მმართველები შესახებ ნორმა შეჩერებულია.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის წილების საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ სააპელაციო სარჩელის განხილვა 7 ივნისს დაასრულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის წილების 60 პროცენტი, მის კომპანია “პანორამას” კი 40 პროცენტი მიეკუთვნა.

magti 5g