“რუსთავი 2”-ის შენობასთან რამდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი. მხარდამჭერებს შორის არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც.
“ფორტუნას” კორესპონდენტის ცნობით, რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანიის ეზოში საპირფარეშოები მიიტანეს
“რუსთავი 2”-ის შენობასთან იმყოფება გიგა ბოკერიაც, რომელმაც “ფორტუნას” კორსპონდენტის კითხვაზე, აპირებენ თუ არა პერმანენტულ საპროტესტო აქციებს, უპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
” მაგრამ სანამ ეს მოხდება, ჩვენ ვიყენებეთ მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლებას, რათა ხელი შევუშალოთ აღსრულებას,” – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, “ეს არის ივანიშვილის ღია მცდელობა, რომ გავიდეს საკონსტიტუციო სივრციდან და ნაბიჯები გადადგას მონარქიისკენ, რაც ძალიან სახიფათოა”.
“რუსთავი 2”, ბუნებრივია, სამართლებრივ სივრცეში ბრძოლას გააგრძელებს, “რუსთავი 2″-თან ხალხი იქნება ყოველთვის, რათა დაიცვას სამაუწყებლო კომპანია,” – განაცხადა ბოკერიამ.




