LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-ის წილის 40% – ქიბარ ხავაშის შეთავაზებას კომპანიის დამფუძნებლები არ დათანხმდნენ

224
reyry

“რუსთავი 2”-ის 100%-იანი წილის მფლობელის, ქიბარ ხალვაშის განცხადებით, მან ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს „რუსთავი2“-ის 40%-იანი წილი შესთავაზა. ამის შესახებ მან ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები არ დათანხმდნენ. თუმცა, დამფუძნებლებმა ეს წინადადება არ გაიზიარეს და თავიანთი ვერსია შეთავაზეს, რაზეც ქიბარ ხალვაში დაფიქრდება.

„მე შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40 პროცენტი “რუსთავი 2-ის”, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყე, მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ საუბარი არ გაგრძელდეს. თვითონაც წინადადება მითხრეს, რაც საფიქრალია,“ – ამბობს ქიბარ ხალვაში.

ქიბარ ხალვაშმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ “რუსთავი 2-ში” საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. სამაუწყებლო კომპანიის ახალი მფლობელი ამბობს, რომ უცხოელ მედია მენეჯერს კვლავ ეძებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g