“ლეიბორისული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სტრასბურგის სასამართლოს დასკვნას ეხმიანება.
სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება
რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა
“თავიდანვე აღვნიშნავ,რომ “რუსთავი 2″ კი არა სი-ენ-ენ და ბი-ბის-იც რომ ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილა, მას მაინც არაფერი ეშველება, რადგან ხალხის გულიდან იგი საბოლოოდ ამოღებულია. რაც შეეხება ევროპის სასამართლოს იქ დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა ცნობილმა შეკვეთებზე მომუშავე მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, რომელიც იქ შეუშვა ივანიშვილმა ფაქტობრივად ფულის ჩამომტარებლად. ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა, მარტო როგორც ჩანს ევროპის სასამართლოსაც ანათებს”, – წერია შალვა ნათელაშვილის მიერ გავრცელებულ პოსტში.