ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა დღეს მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნა.
ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების გათვალისწინებით, კორონავირუსი ტელეკომპანიის არცერთ თანამშრომელს არ დაუდასტურდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას, COVID-19 “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთ ჟურნალისტს დაუდასტურდა.
სწორედ ამის შემდეგ, კომპანიის ყველა თანამშრომლის ტესტები 48 საათში ერთხელ ლაბორატორიაში იგზავნებოდა.