LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი 2“-ის ოპერატორმა სამსახური დატოვა

992
Untitled (1)

რუსთავი 2-ის შენობასთან ტელეწამყავნის მიერ პუტინის გინებას აპროტესტებენ. ცოტა ხნის წინ, ტელევიზიასთან შეკრებილ ხალხთან გავიდა “რუსთავი 2”-ის ოპერატორი ლევან მარგველაშვილი, რომელმაც  არხი პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც ჟურნალისტები ადგილიდან იუწყებიან, მან კამერა დადო და ტელევიზიაში შესასვლელი საშვი დახია და თქვა, რომ “არ მსურს მე და ჩემ ოჯახს მაგათ გამო გვაგინებდნენ”.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სოსო რობაქიძემ ტელეკომპანიის სხვა თანამშრომლებს მოუწოდა, მიბაძონ ოპერატორს და თავადაც წამოვიდნენ სამსახურიდან.

ტელეკომპანიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება პატრული და სასწრაფო დახმარების მანქანა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ითხოვენ აქციის მონაწილეები, ერთ-ერთი პასუხობს:“გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს”.“დაიხუროს ეს ტელევიზია”, – ამბობს კიდევ ერთი მონაწილე.

ამ აქციამდე პროვოკაციად შეაფასეს ტელეწამყვანის გინება პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, თბილისის მერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

პრეზიდენტი გაბუნიას მონოლოგზე: ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია

"პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება"

ტელეკომპანია რუსთავი 2 მათი წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტისა და მისი გარდაცვლილი მშობლების გინებას განცხადებითაც გამოეხმაურა. მათ ბოდიში მოუხადეს მაყურებელს და კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ გაბუნიას გამოხატვის ფორმა არ ასახავს არხის სარედაქციო პოზიციას.

გარდა ამისა, ტელეკომპანია აცხადებს, რომ კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევენ ხელისუფლების წარმომომადგენლების მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე. მათი თქმით, ეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის დაკანონებაა.

 

 

 

mazda magti 5g