LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსთავი 2“-სა და „ტვ პირველს“ შესაძლოა, ეროვნული მაუწყებლობა შეუწყდეთ

855
BeFunky-collage (1)

1 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შესაძლოა, ეროვნული მაუწყებლობა შეუწყდეთ,- ამის შესახებ “სტერეო +“-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათი ინფორმაციით, ეს გამოწვეულია დავალიანების გამო, რომელიც ამ კომპანიებმა 1 აგვისტომდე უნდა გადაიხადონ.

„1 აგვისტოს, 24:00 საათიდან, ეროვნული მაუწყებლობა შესაძლოა, „რუსთავი 2“-ს, „ერთსულოვნებას“ და „ტვ პირველს“ შეუწყდეთ. გადაწყვეტილება პირველმა კერძო მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო +-მა, კომპანიაში შექმნილი ურთულესი ფინანსური მდგომარეობის გამო მიიღო. ეს გამოწვეულია ღია საეთერო ეროვნული მაუწყებლების მიერ, მომსახურების საფასურის გადაუხდელობით. აღნიშნული ტელეკომპანიების გათიშვის გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება მითითებულ დრომდე დაფარული არ იქნება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g