LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი ხათუნა ბერძენიშვილი იქნება

1071
XATUNA

ხათუნა ბერძენიშვილი, რომელიც საინფორმაციო სამსახურს რამდენიმე არხზე ხელმძღვანელობდა, მათ შორის იყო ტელეკომპანია “მზე”, “საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ახლა რუსთავი 2-ის სიანფორმაციო გუნდს ჩაიბარებს.

რადიო “ფორტუნა” ბერძენიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც ეს ინფორმაცია დაგვიდასტურა და აღნიშნა, რომ ის სამსახურში უკვე გავიდა

„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს

"ეს არის პროფესიონალი, რომელსაც არ ჭირდება დამატებითი წარდგენა. მას იცნობს მთელი საქართველო.

ბოლოს ბერძენიშვილი ევროპული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. როგორც ცნობილია, ის წლების წინ “კურიერის” პროდიუსერიც იყო.

შეგახსენებთ, რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ “კურიერის” პროდიუსერი და რამდენიმე პირი სამსახურიდან გაათავისუფლა. მელაძე და “კურიერის” გუნდი “მთავარ არხზე” გადავიდნენ, რომელიც ნიკა გვარამიამ დააფუძნა. 

მთავარი არხი მაუწყებლობას იბერიას შენობაში დაიწყებს

"რუსთავი 2-დან წამოსული კურიერის გუნდი ეგუებიან ინფრასტრუქტურას და ეთერში გასვლისთვის ემზადება"

რაც შეეხება რუსთავი 2-ს , აქ ძველი სახეების დაბრუნება ცოტა ხნის წინ დაიწყო, მათ შორისაა: ნინო შუბლაძე, ირაკლი იმნაიშვილი, არხზე გადავიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g