„რუსთავი 2“-ის ოფისში რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანიის მფლობელები ძმები, ლევან და გია ყარამანიშვილები მივიდნენ. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
„რუსთავი 2“-ის თანამშრომლების დიდი ნაწილი უკვე ტელეკომპანიის შენობაში იმყოფება, სადაც, ამ წუთებში ყარამანიშვილები თათბირს მართავენ. სავარაუდოდ, თათბირის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ დაიკავებს არხის გენერალური დირექტორის თანამდებობას.
ერთ-ერთი ვერსიით, ნიკა გვარამია, შესაძლოა, გია ყარამანიშვილმა შეცვალოს.