LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი 2-ში ფინანსური აუდიტი ჩატარდება – პაატა სალია

760
salia 2

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ტელეკომპანიაში ფინანსურ აუდიტს ჩაატარებს. ის ტელევიზიის რამდენიმე დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და წარმომადგენელს შეხვდა, მათ შორის იურისტებს, ასევე ფინანსური და შიდა აუდიტის დეპარტამენტს. თანამშრომლებმა ახლადდანიშნულ დირექტორს ფინანსური დოკუმენტაცია მიაწოდეს

ვინ არის პაატა სალია - რუსთავი 2-ის შესაძლო დირექტორი?

უცხოური განათლება და 15-წლიანი წარმატებული კარიერა - ვინ არის პაატა სალია?

“შევხვდი კიდევ ერთხელ ირაკლის, ფინანსური სამსახურის უფროსს და ასევე, აუდიტის სამსახურის უფროსს, შიდა აუდიტის კომპანიის, თეას. გვქონდა საუბარი, გამაცნეს არსებული სიტუაცია. ქიბარ ხალვაშს ჰყავს თავისი წარმომადგენელი, ანუ კონსულტანტი, რომელიც ამ საკითხებში უნდა დამეხმაროს, გარკვეული საკითხების გარკვევაში, ინფორმაციის მიღებაში და შესაბამისად, ამ პროცესში ვართ ახლა, სამუშაო პროცესში. ჩვენ გვინდა მოვამზადოთ კომპანიაში არსებული ინფორმაცია იმისთვის, რომ ჩატარდეს კვალიფიციური აუდიტი საერთაშორისო კომპანიის მიერ,“- აცხადებს სალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები