1 ივნისი „რუსთავი 2“-ის დაბადების დღეა. ტელეკომპანიას დღეს 27 წელი შეუსრულდა. როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა გველესიანმა განაცხადა, არხი ახალ სატელევიზიო სეზონს ახალი, ლიცენზირებული პროექტებითა და განახლებული გადაცემებით დაიწყებს.
„რუსთავი 2“-ის სატელევიზიო ბადეში ბრუნდება “P.S.”, რომელიც არხის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური გადაცემა იქნება და მას არხის საკმაოდ ცნობადი სახე, გურამ როგავა, დავით კიკალიშვილის მონაწილეობით წაიყვანს. დავით კიკალიშვილი ჩვენი ევროპული სახე იქნება,” – ამბობს გველესიანი “ფორტუნასთან” საუბრისას.
„რუსთავი 2“-ში დაბრუნდნენ უკვე მისი ყოფილი თანამშრომლები – დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია, რომლებიც დღემდე ბაზარზე „ნოვაპროდაქშენის“ სახით იყვნენ წარმოდგენლი და ზაზა გველესიანის თქმით, სწორედ, მათი ძალისხმევით შეძლო „რუსთავი 2“-მა პოპულარული გადაცემების ლიცენზიების შეძენა.
ესენი გახლავთ : „CBS“-ის პროექტი „ექიმები“;
ერთგვარი, სტერეოტიპების დანგრევის ფორმატის გადაცემა „90/60/90-ზე“;
BBC -ის პოპულარული გადაცემა, “The greit” – რომელიც ჩვენს შემთხვევაში იქნება „დიდი ქართველები“;
„რუსთავი 2“-ის მაყურებელი ასევე იხილავს „The Helen Show”-ს, რომლის ლიცენზიაც უკვე შევიძინეთ. თუმცა, ვინ იქნება ელენის ადგილზე და ვინ წაიყვანს გადაცემას, ამას ვერ გაგიმხელთ.”- ამბობს ზაზა გვესელიანი “ფორტუნასთან საუბრისას და აღნიშნავს, რომ არხისთვის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ეთერში „ნიჭიერი“-ს დაბრუნებაა.
“დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებში, ჩვენ შევძლებთ ეთერში გავიდეს „ნიჭიერი“. ეს გახლავთ მეგაპროექტი, რომელსაც შეხსენება და დახასიათება ქართველი მაყურებლისთვის არ სჭირდება.
მაყურებელი ამ პროექტებიდან პირველად „ექიმებს“ იხილავს, ხოლო “P.S” ეთერში ივნისის მეორე ნახევარში გავა.
იმისათვის, რომ ახალი სეზონისთვის „რუსთავი 2“ მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროექტებით წარსდგეს, ყველა მათგანზე მუშაობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს.” -ამბობს ზაზა გველესიანი „ფორტუნასთან“ საუბარში.