LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა

727
avaria

თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

„ფორტუნას“ ინფორმაციით, ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია მამაკაცი, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა სავარაუდოდ გადასასვლელი ხიდის კიბეს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟი.

„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეოთხე ნაწილით აღიძრა, რაც ავტოსანტრასპორტო საშუალების არასწორ მართვას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები