რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გზის სავალ ნაწილზე გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა. შემთხვევის გამო ადგილზე საცობი შექმნა.
როგორც რადიო „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.