LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსები დაინიშნა

449
83493758-3253003391382905-1965189344578764800-o-2020-01-21_09-34-04_916376

რუსთავიდან თბილისის მიმართულებით დაინიშნა.

ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ საწყისი გაჩერება რუსთავის შემოსასვლელიდან, ბოლო გაჩერება კი თბილისში მეტრო “ისანის” ტერიტორია იქნება.

“ინფო რუსთავის” ცნობით, თბილისი-რუსთავის მიმართულებით M3 კატეგორიის ავტობუსები ივლიან.

მერის განცხადებით, მგზავრობის საფასური სტუდენტებისთვის 50 თეთრი იქნება, სტანდარტული ტარიფი კი 1.50.

“რუსთავი-თბილისის ტრანსპორტზე ფასის ზრდიდან გამომდინარე, გუნდმა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით ივლის ავტობუსი M3 კატეგორია. ჩვენ მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით სტუდენტებისთვის შევქმნით ალტერნატივას. სატარიფო თანხა სტუდენტებისთვის იქნება 50 თეთრი, სტანდარტული ტარიფი იქნება 1,5. პარალელურად დავიწყეთ და ვაგრძელებთ, რა თქმა უნდა, სამართლებრივ პროცედურებს ინტერ ტრანსთან. შეხვედრა გუშინ გვქონდა.

დავაჯარიმეთ კომპანია, ასევე გავაგრძელებთ თანამშრომლობას, დარღვეულია სახელშეკრულებო პირობების რამდენიმე მუხლი, ჩვენ აუცილებლად მათთან ერთად გავაგრძელებთ სამუშაო რეჟიმში მუშაობას, რომ კომპრომისამდე მივიდეთ. მანამდე რუსთავი-თბილისის მიმართულებით კომფორტული, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსები იმოძრავებს”, – განაცხადა რუსთავის მერმა.

პირველი რეისი რუსთავიდან – 07:00 საათზე შესრულდება, ბოლო ავტობუსი კი დედაქალაქიდან 23:00 საათზე გამოვა.

შეგახსენებთ, 12 აპრილიდან თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდა.

გუშინვე შეხვედრა გაიმართა რუსთავის მერისა და კომპანია “ინტერ ტრანსის” წარმომადგენლებს შორის – სწორედ ეს კომპანია ემსახურება მგზავრებს.

როგორც აღნიშნულ კომპანიაში განმარტეს, ბოლო პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ ფასების სტაბილურობა, თუმცა ბოლო პერიოდში მძღოლების ნაწილმა სამუშაო ადგილები დატოვა და შესაძლებელი იყო, მიკროავტობუსები გაჩერებულიყო.

რუსთავის მერმა კი განაცხადა, რომ გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები, რათა ამ ვითარებიდან გამოსავალი მოინახოს.

რუსთავი-თბილისის ხაზზე მგზავრობა გაძვირდა – რას აცხადებს ქალაქის მერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g