LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავი-წითელი ხიდის და რუსთავი-სადახლოს გზების განახლება იწყება

320

E60 ავტომაგისტრალის, რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს გზების განახლებისთვის საპროექტო სამუშაოები იწყება.

საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და კომპანია „ანეტა ნედერლენდის“ წარმომადგენელმა რიჩარდ სმოლეგანგმა მოაწერეს.

ხელშეკრულების ფარგლებში, უნდა მომზადდეს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის დოკუმენტები. აღნიშნული პროექტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხეპ როექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდება.

საპროექტო სამუშაოების ვადა 17 თვეა და მისი ღირებულება 1 721 933.88 ევროსა და 1 825 937.60

რუსთავიდან სადახლოს მიმართულებით 40 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, ხოლო რუსთავიდან წითელი ხიდის მიმართულებით 35 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა იგეგმება.

რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს გზები პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4-პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

mazda magti 5g