LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსთავი2”-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მათი თანამშრომლის გადაბირება სცადა

89

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორის, კახა დამენიას მძღოლის, კახა კუბლაშვილის გადაბირების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

“რუსთავი2”-ის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კუბლაშვილი გააჩერეს და დაჯავშნულ, დაბურულმინებიან “ტოიტო კამრიში” გადასვეს.

თითქმის ორსაათიანი დიალოგის მიზანი კი მისი გადაბირება იყო. სუს-ის თანამშრომლები მძღოლისგან მათთან თანამშრომლობას ითხოვდნენ, “რუსთავი2”-დან მათთვის სასურველი ინფორმაციის გატანას სთავაზობდნენ, ხოლო თანხმობის შემთხვევაში, გარკვეული თანხის გადახდას დაჰპირდნენ.
როგორც კახა კუბლაშვილმა განმარტა, სუს-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, სად დადის მისი უფროსი და რა შეხვედრები აქვს.

კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პროკურატურას მომხდარით დაინტერესებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ამ ქმედებაში დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები