რუსთავის აზოტის თანამშრომლები ადმინისტრაციის შეთავაზებას ხელფასის 125-250 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით არ თანხმდებიან.
როგორც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ქარხნის თანამშრომლებს, რომელთა თვიური ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია, ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ, ხოლო ვისაც 1000-დან 1500 ლარამდე აქვს, მათ 125 ლარით მოემატებათ.
ამასთან, ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, არ დაუკავოს გაფიცულ თანამშრომლებს გაფიცული დღეების განაცდური. ასევე, ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, რომ უკლებლივ ყველა თანამშრომლებს ჩაურიცხოსაღდგომასთან დაკავშირებული 50-ლარიანი წამახალისებელი პრემია.
თუმცა ეს პირობები რუსთავის აზოტის თანამშრომლებისთვის მისაღები არ არის და ისინი პროტესტის გაგრელებას აპირებენ.
“რუსთავი აზოტის” თანამშრომლები მეხუთე დღეა გაფიცულები არიან. დასაქმებულებს ხელფასის 50 პროცენტით გაზრდა სურთ.