LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის აზოტის თანამშრომლები ადმინისტრაციის შეთავაზებას არ თანხმდებიან

75
251590736

რუსთავის აზოტის თანამშრომლები ადმინისტრაციის შეთავაზებას ხელფასის 125-250 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით არ თანხმდებიან.

როგორც დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი,  ქარხნის თანამშრომლებს, რომელთა  თვიური ანაზღაურება 1000 ლარზე ნაკლებია, ხელფასი 250 ლარით გაეზრდებათ, ხოლო  ვისაც 1000-დან 1500 ლარამდე აქვს, მათ 125 ლარით მოემატებათ.

ამასთან, ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, არ დაუკავოს გაფიცულ თანამშრომლებს გაფიცული დღეების განაცდური. ასევე, ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, რომ უკლებლივ ყველა თანამშრომლებს ჩაურიცხოსაღდგომასთან დაკავშირებული 50-ლარიანი წამახალისებელი პრემია.

თუმცა ეს პირობები რუსთავის აზოტის თანამშრომლებისთვის მისაღები არ არის და ისინი პროტესტის გაგრელებას აპირებენ.

“რუსთავი აზოტის” თანამშრომლები მეხუთე დღეა გაფიცულები არიან. დასაქმებულებს ხელფასის 50 პროცენტით გაზრდა სურთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები