რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს.
ქარხანაში სავარაუდოდ, ერთ-ერთი დანადგარი აფეთქდა, რის შედეგადაც იქ დასაქმებული 60 წლამდე ასაკის კაცი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლით, რასც სამშენებლო ან სხვა მუშაობისას უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.