LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის საავადმყოფოში გარდაცვლილი გოგონა სენაკში საკუთარ სახლში გადაასვენეს – ოჯახი პრეზიდენტსა და პარლამენტს მიმართავს

2382
9bdfad8e6092aaf11194a4aa97c705c6-thumb

რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ცხედარი სენაკში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. ტრაგედიის მიზეზად ოჯახის წევრები ექიმების დაუდევრობას ასახელებენ.

როგორც გარდაცვლილი გოგონას მამიდა აცხადებს,  ანესთეზიის გაკეთებამდე სინჯის აღების დროს გოგონას ხელი შეუწითლდა და აღნიშნულ მედიკამენტზე ალერგიული რეაქცია ჰქონდა, რაც ექიმმა და ანესთეზიოლოგმა უგულებელყო და ფატალურმა შედეგმაც არ დააყოვნა.

გარდაცვლილი გოგონას ოჯახი პრეზიდენტსა და პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს, აღნიშნული საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანონ. ოჯახის ახლობლები აღნიშნულ საქმეზე ობიექტური გამოძიების მიზნით საგამოძიებო უწყებასაც მიმართავენ.

რუსთავში 18 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გამო გარდაიცვალა

ოჯახის წევრები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევები თბილისშიც ყოფილა. მათ შორის ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული შემთხვევა ხუჯაძე-გოგინეიშვილის ყელ-ყურ ცხვირის კლინიკაში მოხდა. 40 წლამდე მამაკაცს ცხვირის ძგიდის ოპერაციას იკეთებდა, ანესთეზიიდან რამდენიმე წუთში დამძიმდა, ტვინის შეშუპება დაეწყო და გული გაუჩერდა. გარადცვლილის ოჯახი ამბობდა, რომ ოპერაციის დაწყებამდე მამაკაცს ანესთეზიის მედიკამენტზე სინჯი არ გაუკეთეს.

magti 5g