15 მარტს, 20.00სთ-ზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი, წარმოგიდგენთ გიორგი ქანთარიას ახალ სპექტაკლს ,,ელექტრიკოსი“ კოტე ჯანდიერის მონოპიესის მიხედვით. სპექტაკლის პირველ წყარო მართალია მონოსპექტაკლისთვის არის განკუთვნილი, თუმცა მასში 6 მსახიობი მონაწილეობს.
თეატრალური სივრცე, გადაქცეულია კაფე-ბარის ინტერიერად, სადაც ადამიანები პარტერის ნაცვლად მაგიდების გარშემო სხედან და ყავას მიირთმევენ. მათ თვალწინ კი ერთი ადამიანი, თეატრის ყოფილი გამნათებელი და აწ უკვე ელექტრომონტიორი, შემოქმედებითი ტერაქტის მოწყობას ცდილობს და ამას აკეთებს ყველგან, სადაც კი ამის საშუალება მიეცემა…
ვინ არის მისი აუდიტორია და რას ითხოვს იგი საზოგადოებისგან? ვისთვის აწყობს ის ერთი მსახიობის თეატრს და რა სახით გამოხატავს შემოქმედებით პროტესტს?
დამდგმელი ჯგუფი: რეჟისორი – გიორგი ქანთარია
მხატვარი – ლომგულ მურუსიძე
მუსიკის ავტორი – გიორგი ქანთარია
ქორეოგრაფი – ბაქარ ხინთიბიძე
რეჟისორის თანაშემწე – ლიანა ჯელაძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი :
ელექტრიკოსი – ვაკო კობერიძე
კრეონა – ნათია არბოლიშვილი
დორა – ნათია მელაძე
ანა შარვაძე – ანა შარვაძე
ტუსენკა – მარიამ კვიტაიშვილი
ქეთო – სოფიკო ჩხიტუბიძე
სპექტაკლის ხანგრძლივობა 80 წუთი.