LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის თეატრის სცენაზე „დონ ჟუანს“ წარმოადგენენ

don

20 დეეკემბერს, 20.00 სთ-ზე, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ-დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ სოსო ნემსაძის ახალ სპექტაკლს  „დონ ჟუანი“. ფრანგი დრამატურგის, ჟან-ბატისტ მოლიერის შედევრად აღიარებული პიესის – „დონ ჟუანი, ანუ ქვის სტუმრის“ მიხედვით.

რატომ ირჩევს საზოგადოება  დონ ჟუანის მსგავს პერსონებს  და რატომ არ აძლევენ მას ევოლუციის უფლებას, შეცვალოს საკუთარი ღირებულებები და გახდეს უფრო მეტად ღირსეული, ან ვინ არის ეს საზოგადოება, დომინანტი ხალხი, ვისზეც დგას სამყარო, თუ მხოლოდ  გარკვეული ნაწილი ამ სამყაროსი?!  შეცვალა თუ არა დრომ მე-17 საუკუნეში დასმული პრობლემა და დაკარგა თუ არა აქტუალობა ქცევამ, რომელსაც  დონ ჟუანობა ჰქვია…

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი სოსო ნემსაძეა, მხატვარი ბიძინა სიდიანი, კომპოზიტორი მიშა მდინარაძე, ქორეოგრაფი გია მარღანია, საბრძოლო და სასცენო მოძრაობაზე შოთა გეგიამ იმუშავა.

მონაწილეობენ: ნიკა ჩხაიძე, სოსო ელიზბარაშვილი, სოფო ზერაგია, ლუკა ციხისთავი, ანა შარვაძე, თეა შარვაშიძე, თეონა ხვედელიძე, ნათია მელაძე, ნათია არბოლიშვილი, ზურა ჯინჭარაძე, ზურაბ ჯინჭარაძე, ლაშა კანკავა, არჩილ მაკალათია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები