LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რუსთავის წყალი“ მართვის კრიზისულ რეჟიმზე გადადის

101

კომპანია „რუსთავის წყალი“ მართვის კრიზისულ რეჟიმზე გადადის. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში წყალმომარაგების ტარიფი უნდა შემცირდეს.

“რუსთავის წყლის” მენეჯმენტი აცხადებს, რომ რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში წყალმომარაგების ტარიფის 20%-ით შემცირებით, სემეკ-მა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა.

როგორც ”ფორტუნას” ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერიდან” აცნობეს, „რუსთავის წყალი“ წამგებიანი ბიზნესი გახდა და ამის გამო, ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას იწყებს. კომპანია იძულებულია შეამციროს საავარიო ბრიგადებისა და კომპანიის პერსონალის რაოდენობა, ქსელების შეკეთების ხარჯები, სახელფასო ფონდი.

”ახლა უკვე წამგებიან კომპანიას მოუწევს უარი თქვას არა მხოლოდ განვითარებაზე, არამედ ისეთ აუცილებელ პროექტებზე, როგორიცაა წყალსადენისა და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაცია, გამრიცხველიანების პროექტი, აუცილებელი ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლება” – აცხადებენ ”რუსთავის წყალში” და აღნიშნავენ, რომ კომპანიას ასევე შეექმნება ლიკვიდურობის პრობლემა კრედიტორებთან დროულ ანგარიშსწორებაში.

კომპანიაში ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა გაუარესებული შედეგების გამო სემეკ-ს ეკისრება.ამასთან, კომპანიის მენჯმენტი მიიჩნევს, რომ სემეკ-ის გადაწყვეტილება ხელს უშლის დარგის განვითარებას და აუარესებს საინვესტიციო გარემოს.

სემეკმა „რუსთავის წყალს“ ტარიფი 26 ნომებერს შეუმცირა. კომპანია აპირებს, სემეკის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g