LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში 10-მდე მასწავლებელს კოვიდ-19 დაუდასტურდა

204
BeFunky-collage

რუსთავში კორონავირუსი 10-მდე მასწავლებელს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრზე დაყრდნობით, info rustavi ავრცელებს.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თამარ ხეჩიკაშვილის განცხადებით, მასწავლებლების ტესტირება აქტიურ რეჟიმში გრძელდება, რამდენიმე სკოლის რამდენიმე კლასში კი, სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

“აქტიურად მიმდინარეობს პედაგოგთა ტესტირება და ვისაც დაუდასტურდება, მათი საგნების სწავლება გაგრძელდება ონლაინ რეჟიმში.

ამ დროისთვის, კორონავირუსი დადასტურებული აქვს, დაახლოებით, 10-მდე მასწავლებელს. გააჩნია, აღნიშნული პედაგოგი არის  დაწყებითი საფეხურის, თუ კონკრეტული საგნის, ასევე რამდენ კლასში შედის და რა სიხშირით.

ყველა სკოლას ექნება ინდივიდუალური გეგმა, იქნება დაწერილი ბრძანება ჰიბრიდულ მეთოდზე გადასვლასთან დაკავშირებით და იქნება მითითებული, ვინ რატომ გადადის ამ მეთოდზე.” – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

შეგახსენებთ, 15 თებერვლიდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მოსწავლეები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ.

magti 5g