LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში 23 წლის კაცს შენობის დემონტაჟის დროს ბეტონის ფილა დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა

51
რუსთავი

რუსთავში 23 წლის კაცს შენობის დემონტაჟის დროს ბეტონის ფილა დაეცა.

შემთხვევა  რუსთავში, ოსტროვსკის ქუჩაზე მოხდა.

უბედური შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

საკუთარ ეზოში სამუშაოებს ოჯახის წევრები და მათთან დასახმარებლად მისული ახალგაზრდა მამაკაცი ახორციელებდნენ.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია, მაშველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g