რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გუშინ ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ დროისთვის დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.