LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

111
Capture

რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაქტორი შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქ ავტომობილში მჯდომი მამაკაცი.

შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ასევე სამაშველო სამსახური.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტებმა.

როგორც შსს-ში გვითხრეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g