არსებული ინფორმაციით, რუსთავის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, განათების ბოძს დაეჯახა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-სი ცდილობს.