ძალადობა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე. თვითმხილველების თქმით, ბებია შვილიშვილზე ფიზიკურად ძალადობდა, რის გამოც ხალხმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის 3 ეკიპაჟი და ქვემო ქართლის სოციალური სააგენტოს სამსახურის წარმომადგენლები. ბებია და შვილიშვილი პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.