ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის ფაქტი რუსთავში. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, მე-12 მიკრო რაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.
ინტოქსიკაციის სიმპტომებით 50 წლისა და 26 წლის ქალბატონები, ასევე 4 თვის ჩვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სავაადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული იფნორმაციით, შუახნისა და ახალგაზრდა ქალბატონები, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, 4 თვის ჩვილი კი – რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში.
ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.