რუსთავში,ცენტრალურ ქუჩაზე ხელყუმბარა აღმოაჩინეს. ასაფეთქებელი ნივთიერება ბორდიულზე იპოვეს. ამის შესახებ inforustavi წერს. ხელყუმბარა, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა ადგილობრივმა შენიშნა და 112- ში დარეკა. ადგილზე გამნაღმველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
შშს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.