რუსთავში, ერთ-ერთ კორპუსში 25 წლამდე მამაკაცი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვი წყლის გამათბობლიდან დაგროვდა. ბიჭი ოჯახის წევრების ზარებს არ პასუხობდა, რის შემდეგაც მისამართზე მაშველები გამოიძახეს. ბინაში შესულ სამართალდამცველებს ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.