რუსთავიდან გაუჩინარებული 4 წლის გოგონა აფხაზეთში იპოვეს.
ბავშვის დედის ინფორმაციით, გოგონა აფხაზეთში მამამ გადაიყვანა – თუ როგორ რა პირობებში იარეს მამა-შვილმა აფხაზეთამდე უცნობია.
ბავშვის ძებნაში ჩართული იყო როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. გოგონას დედა მადლობას უხდის უწყების თითოეულ ქვედანაყოფს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა მისი შვილის დაბრუნებაში.