რუსთავში, ძლიერმა ქარმა გვიან ღამით სახურავები დააზიანა, მოტეხა მრავალწლოვანი ხეები, დააზიანა გარე განათების ელექტროსადენები.
ქარმა მე-7ა მიკრორაიონსა და სარაჯიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. მშენებელთა და რუსთაველის ქუჩებზე, კი ხეები დააზიანა.
სტიქიამ ცენტრალურ პარკშიც შექმნა პრობლემები – დაზიანებულია ხეები და “ოქსიგენ ფესტისთვის” დამონტაჟებული სცენა და ინფრასტრუქტურა.
ადგილებზე მობილიზებული იყვნენ რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ “რუსთავ-სერვის ცენტრის” თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.