LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში გაზით 5 წლის გოგონა და ორი ქალი მოიწამლა

a61491b

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი გაზით 5 წლის გოგონა და ორი ქალი მოიწამლა.

5 წლის ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, ქალები კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. წინასწარი ინფორმაციით, სამივე კონტაქტური იყო.

ადგილზე ,,სოკარ-ჯორჯია გაზის” ტექნიკური სამსახური გამოიძახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვის ბინაში დაგროვების მიზეზი, ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გამათბობელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები