LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ხანძრის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

59

რუსთავში გაჩენილი ხანძრის შედეგად, კორპუსის მე-5 სადარბაზოში, პირველ სართულზე მდებარე ერთოთახიან ბინაში მცხოვრები 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, კორპუსის მე-4 და მე-5 სართულზე მცხოვრები 57 წლის მამაკაცი და 30 წლის ქალი კი კვამლით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალნენ.

30 წლის ქალი კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანეს, თუმცა, ის მალევე გარდაიცვალა, კლინიკაში მიიყვანეს კიდევ ერთი ქალი, რომელიც მეზობლების ინფორმაციით, ხანძრის დროს ფანჯრიდან გადმოხტა და ფეხი მოიტეხა.

კვამლით ინტოქსიკაციის გამო, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს სამი მცირეწლოვანი ბავშვი, ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ამ დროისთვის სახლში იმყოფებიან.

წინასწარი ინფორმაციით, მე-4 და მე-5 სართულებზე მცხოვრები მამაკაცისა და ქალის გარდაცვალების მიზეზი პირველი სართულის სავენტილაციო მილიდან ზედა სართულებზე ასული კვამლი გახდა.

ხანძრის ლიკვიდაციას ოთხი ხანძარსაწინააღმდეგო ბრიგადა აწარმოებდა. მეხანძრე-მაშველებმა და საპატრულო პოლიციამ ძლიერი დაკვამლიანების გამო, სადარბაზოში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელ კორპუსში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი გათიშეს.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g