რუსთავში ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია. დაკავებულია ერთი პირი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 1999 წელს დაბადებული ნ.ც. წუხელ, გვიან ღამით, რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სადღეღამისო მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა. მან იარაღის მუქარით გამყიდველს დაახლოებით 500 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნ.ც. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით.