რუსთავში, კოსტავას გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, მესამე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
64 წლის მამაკაცი ცენტრალურ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.
ექიმების შეფასების პაციენტის მდომარეობა მძიმეა.