რუსთავში მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა. შემთხვევა სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის მიმდებარედ მოხდა. ინფორმაციას. “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ექიმების განცხადებითვე, პაციენტი მკურნალობას სახლში განაგრძობს და ექიმებისა და რაბიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ადგილზე მობილიზებული იყო ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.