LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში Moby-ს კონცერტი გაიმართება

199
photo-collage.png (2)

30 ივლისს, რუსთავში, ამერიკელი მუსიკოსის – Moby კონცერტი გაიმართება. არტისტი საქართველოს პირველად ეწვევა და მასშტაბურ პერფორმანსს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გამართავს.

ოფიციალური ინფორმაცია ჩვენ ქვეყნაში ჩანიშნულ პერფორმანსთან დაკავშირებით, თანამედროვე მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ლეგენდარული და გავლენიანი მუსიკოსის ვებგვერდზე ჯერჯერობით არ განთავსებულა. ღონისძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ივენთ კომპანია – FLITZ Collective ავრცელებს, რომელმაც უნდა აღინიშნოს, რომ 31 დეკემბერს თბილისში, მეისი გრეის კონცერტს გაუწია ორგანიზება.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, 17 თებერვლიდან დაიწყება.

ცნობისთვის, Moby-ს მუსიკალური კარიერა 30 წელზე მეტს ითვლის. მის ცნობილ ჰიტებს შორისაა: Porcelain, Go და Lift Me Up.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები