რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბიჭის ცხედარი მდინარემ ე.წ. ახალი ხიდის მიმდებარედ გამორიყა, რისი შემჩნევის შემდეგაც, მოქალაქე შესაბამის სამსახურებს დაუკავშირდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
„ფორტუნა” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.